ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით

 

 

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს

ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით

 

მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე;

მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის.

 

სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება.

 

კურსის ხანგრძლივობა: 7 შეხვედრა, თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.

განრიგი: 24.07 (18:30) – 26.07 (18:30) – 28.07 (12:00) – 31.07 (18:30) – 02.08 (18:30) – 04.08 (12:00) – 07.08 (18:30)

დამსწრეთა რაოდენობა: ხუთი - შვიდი მსმენელი;

გათვალისწინებულია ერთი შესვენება ყავით;

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11;

შპს „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“ (მედისონის შენობა)

მე-3 სართული; ოთახი #3.

კურსის ხელმძღვანელი: მედ. მეც. დოქტორი, გიორგი ლომიძე

 

კურსის ღირებულება: 500 ლარი.

გადახდის ფორმა: კურსის დაწყებამდე როგორც ნაღდი (ტრენინგის ჩატარების მისამართზე), ასევე უნაღდო;

საბანკო რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი” - ცენტრალური ფილიალი

საბანკო კოდი TBCBGE22

სალარე ანგარიშის № GE59TB0600000120467579

 

საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგზე რეგისტრაციის გადასახადი

თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ დასტურს ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის შესახებ.

 

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 9 ივლისიდან შემდეგ ბმულზე: http://inn.org.ge/training/id/2

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს მიეცემა სათანადო სერტიფიკატი.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: info@inn.org.ge მობ.: 599 923029

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  1. შექმნან მონაცემთა ბაზა SPSS პროგრამაში.

  2. აწარმოონ გარდაქმნები ცვლადებზე (რეკოდირება, მონაცემთა ამორჩევა, გამოთვლები ცვლადების მონაწილეობით და ა.შ.);

  3. აწარმოონ აღწერილობითი სტატისტიკა: (ცენტრალური განაწილების ტენდენციები mean, median, mode), სტანდარტული გადახრა (Standard Deviation); გამოთვალონ სარწმუნოობის ინტერვალი (Confidence Interval);

  4. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი ბინარული ცვლადების მონაწილეობით (Chi squared test; OR; RR; McNemar test);

  5. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი რიცხვით ცვლადებზე (One sample t test; Two Independent-Sample t-Test; Paired t-test; One-Way ANOVA);

  6. აწარმოონ კორელაციური ანალიზი (Pearson’s correlation coefficient – bivariate; Pearson’s correlation coefficient – partial; Spearman’s Rho);

  7. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი არაპარამეტრული რიცხვითი ცვლადების მონაწილეობით (Mann – Whitney U test; Kruskal - Wallis test; Wilcoxon test; Friedman’s test);

  8. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი განმეორებით რიცხვით ცვლადებზე (Repeated measure ANOVA, Two Way ANOVA);

  9. აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) რიცხვით ცვლადებზე (Simple Linear Regression; Multiple Linear Regression);

  10. აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) ბინარულ კატეგორიულ ცვლადებზე (Simple Logistic Regression; Multiple Logistic Regression);

  11. (სიახლე) აწარმოონ გადარჩენადობის კვლევების ანალიზი დროზე დამოკიდებული ცვლადების მონაწილეობით (Kaplan-Meier estimate; Cox regression).