სიახლეები

ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს “ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით” მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე; მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის. სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება.

ძილის ობსტრუქციული აპნოე
ძილის ობსტრუქციული აპნოე უაღრესად დრამატული და შემაწუხებელი ძილის დარღვევაა, როგორც პაციენტის, ისე გარშემომყოფთათვის. თავისი არსით ის წარმოადგენს სუნთქვის ხანმოკლე, 10-20წმ ხანგრძლივობის სუნთქვით პაუზას...

თუ გაწუხებთ ფეხების მოძრაობის დაუძლეველი სურვილი, რაც
* თანხლებულია უსიამოვნო შეგრძნებით ფეხებში * აღმოცენდება ან უარესდება დასვენებისას * ნაწილობრივ ან სრულად ქრება მოძრაობისას...

საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამა მშობლებისთვის რომელიც შექმნილია ICDP-ის (International Child Development Program) მიერ.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას მშობლებისთვის რომელიც შექმნილია ICDP-ის (International Child Development Program) მიერ.
2017 წელს გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსდა ერთობლივი გერმანულ-ქართული გრანტი, რომლის მიზანია ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და ახალი, ინვაზიური მეთოდის დანერგვა საქართველოში.
ამ პროექტის ფარგლებში ა.წ. 24-25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი. დაწვრილებითი ნფორმაციისთვის იხ. ბმული: https://www.ilae.org/congresses

ეპილეფსიის მკურნალობის ახალი პერსპექტივები
გერმანიის განათლების სამინისტროს გრანტი ქართველი პაციენტების ჯანმრთელობის სამსახურში . ეპილეფსიის მკურნალობის ახალი პერსპექტივები . პროფესორი თენგიზ გლოველი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

23 ივნისს, ქუთაისში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი (INN) გიწვევთ კონფერენციაზე
"ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ახალი ჰორიზონტები დასავლეთ საქართველოში"
16-17 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში, ჩატარდება საქართველოს ნევროლოგთა კავშირის პირველი კონგრესი.
16-17 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში, ჩატარდება საქართველოს ნევროლოგთა კავშირის პირველი კონგრესი. კონგრესი აკრედიტირებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მინიჭებული აქვს 10 ქულა. კონგრესის სარეგისტრაციო ...

ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს “ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით” მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე; მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის. სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება. კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (18 საათი), თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით. განრიგი: 27.06 (18:00) – 29.06 (18:00) – 01.07 (11:00) – 04.07 (18:00) – 06.07 (18:00) – 08.07 (11:00)

ტრენინგი მშობლებისათვის "როგორ ვმართოთ ბავშვის პრობლემური ქცევა"
თუ თქვენი შვილის ქცევის მართვა არც ისე ადვილია, თუ ვერ ახერხებთ მის დახმარებას ემოციის მისაღები გზით გამოხატვაში, თუ თქვენი ბავშვის მოქმედებებს გამოყავხართ წყობიდან, უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს! რატომ, როდესაც შეიძლება თქვენ თავად გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს?! დიახ, თქვენ თვითონ! დაზოგოთ თქვენი თანხა და დრო, შეიძინოთ მეტი თავდაჯერებულობა, კომპეტენცია ბავშვის ქცევისა და ემოციის გაგებაში, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში. ამისათვის სულ 9 საათი და 150 ლარი დაგჭირდებათ! 20,21,27 - მაისს 11.00–დან 14.00 საათამდე ნეიროფსიქოლოგი ანა ყარაულაშვილი ჩაატარებს ტრენინგს მშობლებისათვის ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტუტიტუტში.
ძილის დარღვევების კვლევა უკვე შესაძლებელია
ძილის დარღვევების კვლევა უკვე შესაძლებელია ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირება დაიწყო ძილის კვლევის ლაბორატორიამ. კვლევები ტარდება Micromed-ის უახლესი აპარატურის საშუალებით, რომელიც აღჭურვილია გარჩევადობის ვიდოე-კამერითა და სენსორებით, რომელითაც ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირებაა შესაძლებელი.

პროფესორ თენგიზ გლოველის ლექცია
ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (Charité) ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, თენგიზ გლოველის ლექცია ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში
ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების მკურნალობა ბოტულოტოქსინით
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში წარმოებს ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების (ინსულტისშემდგომი კონტრაქტურები, სპასტიური კისერმრუდობა, ბლეფაროსპაზმი და სხვ.) მკურნალობა ბოტულოტოქსინით.

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი
გაიხსნა ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა.
მე-7 კავკასიური სკოლა კლინიკურ ეპილეფსიაში
ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა ამა წლის 24-26 მაისს ატარებს მორიგ, მე-7 კავკასიურ სკოლას კლინიკურ ეპილეფსიაში

ახალი პუბლიკაცია
ჟურნალში Clinical Neurophysiology (2014 Impact Factor: 3,097) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი ფოკალური ეეგ მახასიათებლების თავისებურებები იუვენილური მიოკლონური - და აბსანს ეპილეფსიების დროს (Japaridze G, Kasradze S, Lomidze G, Zhizhiashvili L, Kvernadze D, Geladze K, et al. Focal EEG features and therapeutic response in patients with juvenile absence and myoclonic epilepsy. Clinical Neurophysiology. 2016 Feb;127(2):1182–7). ნაშრომი შესრულებულია "ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის" სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე.

ახალი პუბლიცაცია
ჟურნალში Acta Neurochirurgica (2014 Impact Factor: 1,766) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში ეპილეფსიის ნეიროქირურგიული მკურნალობის პერსპექტივებთან დაკავშირებით (Perspectives of epilepsy surgery in resource-poor countries: a study in Georgia; Acta Neurochirurgica; September 2015, Volume 157, Issue 9, pp 1533-154). ნაშრომი შესრულებულია "ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის" სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე.
პროფ. ანდრო ზანგალაძის კონსულტაციები ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში
აშშ-ში მოღვაწე პროფესორმა, ნევროლოგმა ანდრო ზანგალაძემ 15-17 ივნისს ჩაატარა ნევროლოგიურ პაციენტთა კონსულტირება. პროფ. ა. ზანგალაძე მოღვაწეობს აშშ-ს ერთერთ წამყვან კლინიკაში (Virtua Neuroscience). იგი ამავე კლინიკის ხელმძღვანელია.
სასწავლო კურსი ნეიროფსიქოლოგიაში.
სასწავლო კურსი ნეიროფსიქოლოგიაში. დეტალური ინფორმაციისათვის იხ. უსგ პროგრამები

უნგრეთის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის პროფესორის, ბ-ნ პეტერ ჰალაშის ვიზიტი
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის პროფესორი ბ-ნ პეტერ ჰალაში.

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო კოლეჯის პროფესორის, ჩალფონტის ეპილეფსიის ცენტრის დირექტორის და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორს ბ-ნ ლეი სანდერის ვიზიტი
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო კოლეჯის პროფესორი, ჩალფონტის ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ბ-ნ ლეი სანდერი.

ტრენინგი "ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა" ეროვნული გაიდლაინის მიხედვით
22 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაცია ”UMCOR”-ის ხელშეწყობით, ქ. ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში, ეპილეფსიის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს გასვლითი ტრენინგი "ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა" ეროვნული გაიდლაინის მიხედვით.

შეხვედრა საჯარო სკოლა "ბინული"-ს პედაგოგიურ კოლექტივთან
24 თებერვალს, ჯანმო-ს სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში - ”ეპილეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში”, მოეწყო შეხვედრა საჯარო სკოლა ”ბინული”-ს პედაგოგიურ კოლექტივთან.
საერთაშორისო ტრენინგი
2010 წლის 14-16 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდება "საქართველოს ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის კავშირის"(GSSS) და "ევროპის ძილის მედიცინის კავშირის" (ESRS) "პირველი ერთობლივი სასწავლო კურსი ძილის დარღვევებზე" (1st ESRS – GSSS Teaching Course on Sleep Disorders).

ბაკურიანის XXVII საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია
მედიკოსთა ბაკურიანის XXVII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდა სიმპოზიალური კონფერენცია საქართველოში ჯანმოს სადემონსტრაციო პროექტის "ეპილეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში" პრეზენტაციის
საქართველოში მიმდინარე ჯანმოს სადემონსტრაციო პროექტის “ეპილეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში” მონიტორინგი და საქმიანი შეხვედრები
2010 წლის 10-12 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჯანმოს მიმდინარე სადემონსტრაციო პროექტის ექსპერტები ქ-ნი ჰანეკე დე-ბორი (ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს ეპილეფსიის ინსტიტუტი) და პროფ. ლეი სანდერი

თელავში ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი
”ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლების პჯდ-დონეზე დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 2010 წლის 16 აპრილს, ქ. თელავში ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი.

მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კონსულტაციები
2010 წლის 21 აპრილს, სახელმწიფო პროგრამის ”ეპილეფსიის პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა” - ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს ადგილზე ჩაუტარდათ კონსულტაციები (ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი) და ეეგ-კვლევები.
