მშობელთან თამაში ბავშვის შემეცნებითი და ემოციური განვითარების აუცილებელი პირობაა. მშობელთან თამაშით სწავლობენ ბავშვები სამყაროს, ურთიერთობას, კომუნიკაციას, ემოციის გაზიარებას.

დღეს, დედებს ხშირად უხდებათ სამუშაოსთვის მთელი დღის დათმობა და არ რჩებათ შვილთან თამაშის დრო. მათ ბევრი საზრუნავი აქვთ და თამაშისთვის ვერ იცლიან. კომპიუტერული თამაშები კი ვერ ცვლიან ცოცხალ თამაშს საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანთან!

შედეგად, დედებს მაღალი შფოთვა აქვთ იმის გამო, რომ შვილს მეტ დროს ვერ უთმობენ, ხოლო ბავშვებს კი ემოციური და ქცევითი პრობლემები შეიძლება ექმნებათ.

3 ვიზიტის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ:

  • ბავშვთან ხალისიანი, ბუნებრივი თამაშის ჩვევების გამომუშავებას;
  • უშუალო თამაშის პროცესში ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაციის ხერხების სწავლებას;
  • განმავითარებელი თამაშის სწავლებას;
  • ემოციების ვენტილაციის სწავლებას თამაშისას.

დარეკეთ:  291 29 47,  218 33 17; ყოველდღე 10.00-დან 17.00 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 83/11, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი. მე-3 სართული