ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს “ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით”
მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე;
მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის.
სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება.
კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (18 საათი), თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.
განრიგი: 27.06 (18:00) – 29.06 (18:00) – 01.07 (11:00) – 04.07 (18:00) – 06.07 (18:00) – 08.07 (11:00)
დამსწრეთა რაოდენობა: ხუთი – რვა მსმენელი; გათვალისწინებულია ერთი შესვენება ყავით
ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11;
შპს „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“ (მედისონის შენობა)
მე-3 სართული; ოთახი #3.
კურსის ხელმძღვანელი: მედ. მეც. დოქტორი, გიორგი ლომიძე
კურსის ღირებულება: 450 ლარი.
გადახდის ფორმა: კურსის დაწყებამდე როგორც ნაღდი (ტრენინგის ჩატარების მისამართზე), ასევე უნაღდო;
საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი” – ცენტრალური ფილიალი
საბანკო კოდი TBCBGE22
სალარე ანგარიშის № GE59TB0600000120467579
საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგზე რეგისტრაციის გადასახადი
თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ დასტურს ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის შესახებ.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: http://inn.org.ge/training/id/2
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს მიეცემა სათანადო სერტიფიკატი.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: info@inn.org.ge მობ.: 599 923029
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- შექმნან მონაცემთა ბაზა SPSS პროგრამაში.
- აწარმოონ გარდაქმნები ცვლადებზე (რეკოდირება, მონაცემთა ამორჩევა, გამოთვლები ცვლადების მონაწილეობით და ა.შ.);
- აწარმოონ აღწერილობითი სტატისტიკა: (ცენტრალური განაწილების ტენდენციები mean, median, mode), სტანდარტული გადახრა (Standard Deviation); გამოთვალონ სარწმუნოობის ინტერვალი (Confidence Interval);
- აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი ბინარული ცვლადების მონაწილეობით (Chi squared test; OR; RR; McNemar test);
- აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი რიცხვით ცვლადებზე (One sample t test; Two Independent-Sample t-Test; Paired t-test; One-Way ANOVA);
- აწარმოონ კორელაციური ანალიზი (Pearson’s correlation coefficient – bivariate; Pearson’s correlation coefficient – partial; Spearman’s Rho);
- აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი არაპარამეტრული რიცხვითი ცვლადების მონაწილეობით (Mann – Whitney U test; Kruskal – Wallis test; Wilcoxon test; Friedman’s test);
- აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი განმეორებით რიცხვით ცვლადებზე (Repeated measure ANOVA, Two Way ANOVA);
- აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) რიცხვით ცვლადებზე (Simple Linear Regression; Multiple Linear Regression);
- აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) ბინარულ კატეგორიულ ცვლადებზე (Simple Logistic Regression; Multiple Logistic Regression)