აშშ-ში მოღვაწე პროფესორმა, ნევროლოგმა ანდრო ზანგალაძემ 15-17 ივნისს ჩაატარა ნევროლოგიურ პაციენტთა კონსულტირება. პროფ. ა. ზანგალაძე მოღვაწეობს აშშ-ს ერთერთ წამყვან კლინიკაში (Virtua Neuroscience). იგი ამავე კლინიკის ხელმძღვანელია.

პროფ. ა. ზანგალაძე კვლავაც განაგრძობს სამეცნიერო-საკონსულტაციო ვიზიტებს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დროსაც ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია. კონსულტაციის წარმოების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.