2010 წლის 14-16 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდება ”საქართველოს ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის კავშირის” (GSSS) და ”ევროპის ძილის მედიცინის კავშირის” (ESRS) ”პირველი ერთობლივი სასწავლო კურსი ძილის დარღვევებზე” (1st ESRS – GSSS Teaching Course on Sleep Disorders).

კურსი განსაზღვრულია ნევროლოგების, ფსიქიატრების, კარდიოლოგებისა და ძილის კვლევის სპეციალისტებისთვის.

სასწავლო კურსის ღირებულებაა 60 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის). მონაწილეებს გადაეცემათ ESRS -ის სერტიფიკატი. მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია (80 სპეციალისტი).

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის მოგვმართონ 01.05.2010 წ-მდე (იხ.სარეგისტრაციო ფორმა), შემდეგ მისამართზე:

”ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”,
თბილისი, ჯავახიშვილის ქ. 51,
ტელ.; (995 32) 957520