ნნი-ს ნეიროფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ ტრენინგს „მშობელთა რესურსების გაძლიერება“

მოგვმართეთ თუ:
• თქვენი შვილი 3-დან 6 წლამდეა;
• გიჭირთ მასთან საერთო ენის პოვნა;
• გიჭირთ მისი ქცევის მართვა;
• ვერ იგებთ რაზე ღიზიანდება, ბრაზდება, ტირის და გამოხატავს აგრესიას;
• მიგაჩნიათ, რომ თქვენს შვილს აქვს ემოციური სფეროს სირთულეები;
• გსურთ გაიგოთ, როგორ დაამყაროთ ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაცია;
• გსურთ გაიგოთ, როგორ გახადოთ შვილთან ურთიერთობისთვის განკუთვნლი დრო მაქსიმალურად პროდუქტული.

რა არის მშობელთა მხარდაჭერის პროგრამა?
მშობელთა მხარდაჭერის პროგრამა არის ეკლექტურ მიდგომაზე დაფუძნებული კურსი. იგი ემსახურება ემოციური სფეროსა და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვების მშობლებს და შედგება კონკრეტული მიდგომებისა და სტრატეგიებისაგან. აღნიშნული მიდგომები დაეხმარება მშობელს შვილის ქცევის გაგებაში, მართვასა და მასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.
ტრენინგის მსვლელობის დროს აქცენტი კეთდება მშობლის არა პასიურ, არამედ აქტიურ მონაწილეობაზე, მის ჩართულობაზე საკუთარი შვილისათვის შესაფერისი მიდგომების მოძებნასა და არჩევაზე.

პროგრამის გავლის შემდეგ მშობელი: 
1. მიიღებს ინფორმაციას მისი შვილის განვითარებისა და ასაკობრივი თავისებურებების შესახებ;
2. უფრო მეტად გააცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს და აიმაღლებს კომპეტენციის განცდას;
3. დაეუფლება ქცევის მართვისა და პოზიტიური კომუნიკაციის უნარებს;
4. შეიძენს ცოდნას როგორც თერაპიული, ისე განმავითარებელი თამაშისა და სათამაშოების შესახებ.

ტრენინგის დასასრულს მიიღებთ სერტიფიკატს და ზეპირ რეკომენდაციებს, რომელიც კონკრეტულად თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობის შემთხვევას ეხება.

ხანგრძლივობა:
6 შეხვედრა, სულ 18 საათი.
11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
მონაწილეების რაოდენობა – 10 ადამიანი.

ტრენინგს ჩაატარებენ:
• კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი,
მარიამ ხვადაგიანი
• კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი,
მაია ჯავახიშვილი