ხანგრძლივი ვიდეო ეეგ – მონიტორინგი  – ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ ეპილეფსის მქონე პაციენტთა კვლევას ხანგრძლივი ვიდეო – ეეგ მონიტორინგის საშუალებით. აღნიშნული გულისხმობს პაციენტის ხანგრძლივ ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) კვლევას სტაციონარულ პირობებში. იმავდროულად ხდება პაციენტის სინქრონული ვიდეო მეთვალყურეობა, რაც შემდგომში ჩაწერის დროს განვითარებული შეტევის დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში განსაკუთრებით რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისას. ხანგრძლივი ვიდეო ეეგ – მონიტორინგი ასევე კვლევის უმნიშვნელოვანესი მეთოდია ეპილეფსიის მქონე პაციენტების პრე-ქირურგიული შეფასების პროცესში.

მონიტორინგი ხორციელდება კომფორტულ პალატაში, რომელიც აღჭურვილია ფუნქციური საწოლით, აქვს კონდიცირება, დამოუკიდებელი სველი წერტილი (აბაზანა/ტუალეტი). კვლევის საფასური ასევე მოიცავს მსუბუქ საუზმესა და ვახშამს. კვლევის დროს პაციენტს ახლავს ერთი თავმდგმური. კვლევის პროცესში სამონიტორო განყოფილებაში მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალი.