2019 წლის 11-13 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო “ზპ-პალასში” ტარდება კავკასიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსი კლინიკურ ეპილეფტოლოგიაში, რომელიც ორგანიზებულია ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ევროპული (ILAE-Europe) და ქართული (GLAE) განყოფილებების მიერ.

პროგრამის ხელმძღვანელები:

სოფიო კასრაძე და ნანა ტატიშვილი

პროგრამის შესახებ:

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილების (GLAE) სასწავლო პროგრამა “კლინიკური ნეიროფიზიოლოგია/კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია”  განკუთვნილია სერტიფიცირებული ნევროლოგებისთვის/ბავშვთა ნევროლოგებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კლინიკურ ელექტროენცეფალოგრაფიაში, სასწავლო კურსისა და სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღონ სერტიფიკატი “სპეციალიზაცია – კლინიკური ნეიროფიზიოლოგია/კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია”.