2017 წელს გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსდა ერთობლივი გერმანულ-ქართული გრანტი, რომლის მიზანია ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და ახალი, ინვაზიური მეთოდის დანერგვა საქართველოში.
ამ პროექტის ფარგლებში ა.წ. 24-25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: https://www.ilae.org/congresses