მედიკოსთა ბაკურიანის XXVII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდა სიმპოზიალური კონფერენცია საქართველოში ჯანმოს სადემონსტრაციო პროექტის “ეპილეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში” პრეზენტაციის პროექტის ფარგლებში წარმოებული ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიური კვლევისა და პროექტის შედეგების საკითხებზე.
კონფერენციაზე მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის წამყვანი მკვლევრები საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფ. ოთარ თოიძე, პროფ. ნათელა ოკუჯავა, მედ. მეცნ. დოქტ. სოფიო კასრაძე, ექიმი-ეპიდემიოლოგი გიორგი ლომიძე და პროექტში მონაწილე სპეციალისტები (დავით კვერნაძე, ირინა თოიძე). კონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, XXVII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის ორგანიზატორები და მონაწილეები.