”ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლების პჯდ-დონეზე დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 2010 წლის 16 აპრილს, ქ. თელავში ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი.
სემინარი ჩატარდა ეპილეფსიის ცენტრის თანამშრომლების მიერ. სემინარს ესწრებოდა ქ. თელავისა და ახლომდებარე რაიონების 24 სპეციალისტი. სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაბეჭდილი გაიდლაინები, მიეწოდათ ინფორმაცია ეპილეფსიის ცენტრში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურების მოცულობების შესახებ.