2010 წლის 21 აპრილს, სახელმწიფო პროგრამის ”ეპილეფსიის პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა” – ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს ადგილზე ჩაუტარდათ კონსულტაციები (ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი) და ეეგ-კვლევები.
ეროვნული გაიდლაინის ”ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა” პჯდ-დონეზე დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მარტყოფის შშმპ-ბენეფიციართა კვლევები მიმდინარეობდა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან ერთად, ეროვნული გაიდლაინისა და პროტოკოლების მიხედვით, საგანმანათლებლო-პრაქტიკული მეცადინეობის პარალელურად. სამედიცინო პერსონალს განემარტა პჯდ-დონეზე ეპილეფსიის სამედიცინო და ფსიქო-სოციალური პრობლემების მართვის საკითხები. გადაეცათ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაბეჭდილი გაიდლაინები, მიეწოდათ ინფორმაცია ეპილეფსიის ცენტრში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურების მოცულობების შესახებ.