04.10.2016-ში ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (Charité) ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები, ბატონი თენგიზ გლოველი და ქალბატონი თამარ დუგლაძე. პროფესორმა თენგიზ გლოველმა წარმოადგინა პრეზენტაცია თავის ტვინის სწრაფი რიტმების როლის შესახებ ნორმასა და პათოლოგიაში. განხილულ იქნა ნეირონის და ნეირონული ქსელების ფუნქციონირების ფუნდამენტური ფიზიოლოგიური მექანიზმებისა და ამ საკითხებთან დაკავშირებული თანამედროვე აქტუალური მეცნიერული მიღწევების შესახებ.