2010 წლის 10-12 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჯანმოს მიმდინარე სადემონსტრაციო პროექტის ექსპერტები ქ-ნი ჰანეკე დე-ბორი (ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს ეპილეფსიის ინსტიტუტი) და პროფ. ლეი სანდერი (ჯანმოს სამეცნიერო კონსულტანტი ეპილეფსიის საკითხებში, დიდი ბრიტანეთის ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრი). პროექტის მიმდინარეობის, ახალი პროექტების დაგეგმვის, პუბლიკაციებისა და ა.შ. საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მოეწყო ეპილეფსიის ცენტრის ბაზაზე. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პალამენტის ჯანმთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და საქმიანი შეხვედრა გამართეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზის ხელმძღვანელობასთან.