22 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაცია ”UMCOR”-ის ხელშეწყობით, ქ. ქუთაისში, საზგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში, ეპილეფსიის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს გასვლითი ტრენინგი “ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ეროვნული გაიდლაინის მიხედვით.
ტრენინგში მონაწილეობდა ქ. ქუთაისისა და ახლომდებარე რაიონების (ვანი, თერჯოლა) 21 პჯდ-სპეციალისტი (ოჯახის ექიმები, ნევროლოგები, ფსიქიატრები). მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეპილეფსიური გულყრის სკრინინგის, ეპილეფსიის სკრინინგის, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში დიაგნოსტირების შემდგომი სამედიცინო მეთვალყურების სქემებისა და პროტოკოლების შესახებ.