24 თებერვალს, ჯანმო-ს სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში – ”ეპილეფსიის მართვა პირველად ჯანდაცვაში”, მოეწყო შეხვედრა საჯარო სკოლა ”ბინული”-ს პედაგოგიურ კოლექტივთან.

პროფესიონალი ეპილეფტოლოგების მიერ პედაგოგებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო სემინარი, სადაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: ”რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ”, ”როგორ ვიმოქმედოთ ეპილეფსიური გულყრის დროს”, ”როგორ ვასწავლოთ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვს”, ”ვის მივმართოთ” და ა. შ.