თუ თქვენი პატარა ჯერ კიდევ არ მეტყველებს, ვერ დააინტერესეთ ზღაპრით, არ გისმენთ, როცა რაიმეს ეუბნებით, ჩვენ დაგეხმარებით მისი მეტყველების და არა მხოლოდ მეტყველების განვითარებაში.
ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახური გთავაზობთ 3-4 წლის ბავშვებისათვის კომპლექსურ ლოგოპედიურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მეტყველების, მოტორული და შემეცნებითი უნარების განვითარების სტიმულირების მიზნით.
4-5 ბავშვიან ჯგუფთან იმუშავებს ლოგოპედი და ფსიქოლოგი ყოველდღიურად 10-დან 12 საათამდე, კვირაში 3-ჯერ. პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე.
რეგისტრაცია: ყოველდღე 10.00-დან 17.00 საათამდე. დარეკეთ: 291 29 47, 218 33 17
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 83/11, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი. მე-3 სართული.