ეპილეფსიის მქონე პაციენტთა პრე-ქირურგიული შეფასება და ქირურგიული მკურნალობისათვის მომზადება – ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ ეპილეფსიის მქონე პაციენტთა პრე-ქირურგიულ შეფასებასა და პაციენტის შემდგომი ქირურგიული მკუნალობისათვის მომზადებას. პრე-ქირურგილი შეფასება წარმოებს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა გულისხმობს ფარმაკორეზისტებტული ეპილეფსიის მქონე პაციენტის დეტალური ისტორიის, ელექტროენცეფალოგრაფიული (მათ შორის ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ-მონიტორინგის ჩანაწერის), ნეირვიზუალიზაციური კვლევის შედეგების შეჯამება (მათ შორის ონლაინ-კონსულტაციის გზით).
საერთაშორისო ექსპერტები:
ანდრო ზანგალაძე – პროფესორი, Virtua Neuroscience კლინიკური დირექტორი. ფილადელფია. აშშ
მუსტაფა უზანი – პროფესორი, ნეიროქირურგი, ქ. სტამბულის ჩერაფაშას საუნივერსიტეტო კლინიკა
ჩიგდემ ოზკარა – პროფესორი, ნევროლოგი/ეპილეფტოლოგი, ქ. სტამბულის ჩერაფაშას საუნივერსიტეტო კლინიკა