2018 წლის აპრილიდან ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი (ნნი) ქ. ბერლინის “კამპუს შარიტე მიტტეს”, “ელიზაბეტ ჰერცბერგის ჰოსპიტალისა” და “შარიტე კამპუს ბენჯამინ ფრანკლინის კლინიკასთან” (გერმანია) ერთად იწყებს საქართველოში ეპილეფსიის მკურნალობის ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის კანდიდატების შერჩევას.
ეპილეფსიის მქონე ყველა პაციენტმა, რომელიც ღებულობს ეპილეფსიური შეტევების საწინააღმდეგო მკურნალობას და უგრძელდება გულყრები, შეუძლია, მიმართოს ნნი-ს ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის ცენტრს.
გაითვალისწინეთ, ეპილეფსიური შეტევების საწინააღმდეგო მკურნალობის მიუხედავად შეტევები გრძელდება, თუ:
• ეპილეფსია არ გაქვთ და დიაგნოზი არასწორადაა დადგენილი,
• ღებულობთ არასწორ მკურნალობას (ან არასწორი სქემით)
• ეპილეფსიური შეტევები არ ემორჩილება ადეკვატური პრეპარატებით მკურნალობას ე.ი. ფარმაკორეზისტენტულია.
პრექირურგიული დიაგნოსტიკისთვის შერჩევა მოხდება სწორედ ფარმაკორეზისტენტული შემთხვევებიდან.
ყველა შემთხვევაში, პირველ ეტაპზე აუცილებელია, ეპილეფსიის დიაგნოზისა და მკურნალობის გადამოწმება ნნი-ს ბაზაზე ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის ცენტრში და ეპილეფსიის ფარმაკორეზისტენტობის სწორი შეფასება.
საჭიროების შემთხვევაში:
- ჩატარდება ეპილეფსიის პრექირურგიული კვლევები;
- პაციენტთან ერთად მოხდება ნეიროქირურგიული მკურნალობის გამოსავლის წინასწარი განხილვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად;
- შესაბამის შემთხვევაში ჩატარება ქირურგიული ოპერაციები გერმანელ ნეიროქირურგებთან ერთად.
მსურველების ჩაწერა მოხდება წინასწარ.
ტელ.: +995 32 2183317, +995 32 2 912 947
მობ.: +995 599 707 113
ელ.ფოსტა: ninigziri@gmail.com, lomidzegiorgi@yahoo.com, kobaladze_maka@yahoo.com
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11, მე-3 სართული, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი.