რა უნდა მოიმოქმედოთ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში სამედიცინო სერვისის მისაღებად?

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში სამედიცინო სერვისის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ამისათვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

291 29 47  /  218 33 17

თქვენ გიპასუხებენ რეგისტრატურის თანამშრომლები, რომელთაგანაც შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის სერვისების, თქვენი ვიზიტის საუკეთესო დროისა და აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც ვიზიტის დროს უნდა წარმოადგინოთ.

სახელმწიფო პროგრამა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება, ასევე უნდა მიმართოთ რეგისტრატორს ზემოთმოყვანილ ნომრებზე. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის – ეპილეფსიის პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა“ ფარგლებში მომსახურების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ერთჯერადად. მომსახურების მისაღებად აუცილებელია პირადობის მოწმობის (არასრულწლოვანთა შემთხვევაში დაბადების მოწმობა პირადი ნომრით) წარდგენა რეგისტრატურაში. პროგრამული მომსახურება მოიცავს ნევროლოგის, ეპილეფტოლოგის კონსულტაციას, ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებასა და ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) კვლევას. კვლევების წარმოების შემდეგ პაციენტს ეძლევა დიაგნოზი და დანიშნულება.

შეგახსენებთ, რომ ანტიეპილეფსიური მკურნალობა ხანგრძლივი და რეგულარული პროცესია. ეცადეთ, არ გამოგრჩეთ მედიკამენტის მიღება. მედიკამენტის  თვითნებური შეწყვეტა ან დოზის ცვლილება დაუშვებელია!

ადგილმდებარეობა და ტრანსპორტი

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11;

მეტრო სადგურიდან „ვაჟა – ფშაველა“ დაახლოებით 500 მეტრი ჯიქიას ქუჩის მიმართულებით (მშენებარე მეტროსადგურის მიმდებარედ). ავტობუსი – #21; 92; 150; 24 (ქავთარაძის ქუჩიდან). სამარშრუტო ტაქსი: #4; 147; 137; 88; 51 (ქავთარაძის ქუჩიდან, ავტოგასამართი სადგურის “სოკარი” მიმდებარე ტერიტორიიდან შემაერთებელი ქუჩით ვაჟა-ფშაველას გამზირისაკენ).