
მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ეპილეფსიის ცენტრი; კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.
1981–1983წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1988წწ. – ასპირანტი; 1987–1990წწ. – ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “სახის რეფლექსები თავის ტვინის ზოგიერთი სუპრანუკლუარული დაზიანების დროს”(“კლინიკურ–ელექტრობიოგრაფიული გამოკვლევა”); სადოქტორო დისერტაციის თემა – “სმენის გამოწვეული პოტენციალების ნეიროდიაგნოსტიკური ღირებულება თავის ტვინის ზოგიერთი ჰეტეროგენული დაავადების დროს”, დაიცვა 2004 წელს.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. – თბ.,.- 2000.-გვ. 373; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.394
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს ფილიალი, წევრი
- ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1995 – პეტრე სარაჯიშვილის სამახსოვრო მედალი