ბავშვთა ნევროლოგი.

წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი 1995 წელს. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის კათედრაზე კლინიკურ ორდინატურაში,რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს.2014 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში და ამჟამად განაგრძობს სწავლას.

მისი სადოქტორო თემაა :”მუცლადყოფნის პერიოდში მიღებული ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ზეგავლენის შედეგები 1-6 წლის ასაკის ბავშვების ნეიროგანვითარებაზე”.

1999-2000წ- ნინო მუშაობდა ქ. ჭიათურის მედ.სან.ნაწილის საავადმყოფოში ბავშვთა ნევროლოგად. 2000 წწლიდან 2015 წლამდე – შ.პ.ს. ”სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა” ბავშვთა ნევროლოგად.

2008 წლიდან დღემდე – ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში ბავშვთა ნევროლოგის თანამდებობას იკავებს .

ნინო თავისუფლად ფლობს ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებს.
ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობა:

2015- ევროპის ნევროლოგთა აკადემიის კონგრესი.
ბერლინი,გერმანია
2014 -ევროპის პედიატრ ნევროლოგთა საზოგადოების კონგრესი .
ბარსელონა.ესპანეთი
2012 –კავკასიის მე-4 რეგიონული საზაფხულო სკოლა-სემინარი კლინიკურ ეპილეპტოლოგიაში. ILAE/GLAE ლოპოტის ტბა,საქართველოLAE
2011 – EFNS საერთაშორისო სასწავლო კურსი “EFNS აკადემია ახალგაზრდა ნევროლოგებისათვის” სტარე სპლავი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
2010 – EFNS ეპარტმენტ-ტო-Dეპარტმენტ ჩოოპერატიონ Pროგრამ. (7კვირიანი სასწავლო-პრაქტიკული კურსი) ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიის დეპარტამენტი. ათენის “აგია სოფიას” სახ.ბავშვთა ჰოსპიტალი.
2010 – ESRS-GSSS სასწავლო კურსი ძილის დარღვევებზე. თბილისი, საქართველო.
2009 – კავკასიის მე-2 რეგიონული საზაფხულო სკოლა-სემინარი კლინიკურ ეპილეპტოლოგიაში. ILAE/GLAE (კურიკულუმი “კლინიკური ეპილეპტოლოგია”) ბაზალეთი, საქართველო.
2009 – ეილათის მე-3 საერთაშორისო სასწავლო კურსი: ეპილეფსიის ფარმაკოლოგიური მკურნალობა. ILAE/CEA.”. ეილათი, ისრაელი.
2009 – ბალტიის ზღვის მე-3 საზაფხულო კურსი ეპილეპტოლოგიაში, ILAE/CEA, GLAE. (კურიკულუმი “კლინიკური ეპილეპტოლოგია” გერმანია ქ.კილი

სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1.თ.გელაძის სახ.ეპილეფსიასთან ბრძოლის საქართველოს ლიგა:
“ფეტალური ანტიკონვულსანტების ზეგავლენის გვიანი შედეგების შეფასება ნეიროგანვითარებითი მონაცემების მიხედვით”FR/373/8-313/13 როლი პროექტში : ძირითადი მკვლევარი-ბავშვთა ნევროლოგი
2.დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტები, ლონდონის ოფისი: “ბავშვის განვითარების სკრინინგული ტესტების ადაპტირება” როლი პროექტში: პროექტის კოორდინატორი ქ.თბილისში

პუბლიკაციები

1.“მუცლადყოფნის პერიოდში ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ზეგავლენის როლი ბავშვთანეიროგანვითარებაზე”ნ.გოგატიშვილი,თ.ედიბერიძე,გ.ლომიძე,ნ.ტატიშვილი,ს.კასრაძე
დაავადებათა არქივი ბავშვთა ასაკში
Arch Dis Child 2014;99:Suppl 2 A526 doi:10.1136/archdischild-2014-307384.1466

2.“ძილის ჩივილები ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში”თ.ედიბერიძე,ნ.გოგატიშვილი,ნ.ტატიშვილი,ლ.მაისურაძე,ს.კასრაძე
დაავადებათა არქივი ბავშვთა ასაკში
Arch Dis Child 2014;99:Suppl 2 A522 doi:10.1136/archdischild-2014-307384.1454

3.”ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ზეგავლენით დაბადებული 3-6 წლის ასაკის ბავშვების კოგნიტური გამოსავალი”- წინასწარი შედეგები ევროპის ნევროლოგიის ჟურნალი ,ტომი 22,დამატება 1,ივნისი 2015.

4.” ძილის დარღვევები ეპილეფსიით დაავადებულ ქართველ ბავშვებში”ედიბერიძე თ,მაისურაძე ლ,გოგატიშვილი ნ,კვერნაძე დ, ჯაფარიძე გ,გაგოშიძე თ,კასრაძე ს. ეპილეფსიის 29-ე საერთაშორისო კონგრესის აბსტრაქტების წიგნი 2011

არის წევრი შემდეგ სამეცნიერო ორგანიზაციებისა:
1. ევროპის პედიატრ-ნევროლოგთა საზოგადოება
2. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაცია
3. საქართველოს ახალგაზრდა ეპილეპტოლოგთა ასოციაცია
4. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია