ქეთევან სილაგაძე არის ლიცენზირებული ექიმი ფსიქიატრი.

ცოტა რამ მის შესახებ:
რეზიდენტურის პარალელურად გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის ცენტრალურ კლინიკაში მიიღო სამუშაო გამოცდილება.

გავლილი აქვს ბავშვთა ფსიქიატრიის ქვესპეციალობის პროგრამა და მიღებული აქვს სახელმწფო სერტიფიკატი ბავშვთა ფსიქიატრიაში.

2013 წლიდან ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს ნეიროფსიქიატრიული მიმართულებით და ამავე ინსტიტუტის ბაზაზე ასრულებს სადოქტორო პროგრამას.

2017 წლიდან არის საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ფსიქიატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამის ხელმძღვანელ და ფსიქიატრის პოზიციებზე.

ეწევა როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. არის სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი ფსიქიატრიის დარგში.